ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრემიერი მიესალმება ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას


რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთსა და ჩეხეთში ახალი რაკეტსაწინაღო სიტემის მშენებლობის გაუქმების შესახებ.

ბატონი პუტინი იმედოვნებს რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

პრეზიდენტმა ობამამ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟებაზე უარი თქვა ალტერნატიული თავდაცვის სიტემის შემუშავების გამო, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს ამერიკის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG