ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ავღანეთში


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის შუაგულში კამიკაძე ტერორისტმა ფეთქებადი მასალებით დატვირთული ავტომობილი შეაჯახა იტალიური სამხედრო კონტინგენტის ავტოკოლონას. აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 იტალიელი ჯარისკაცი და 10 ავღანელი სამოქალაქო პირი. ავტოკოლონით გადაჰყავდათ იტალიელი მედესანტეები ქაბულის აეროპორტიდან მათ ბაზაში. დაჭრილია 4 იტალიელი ჯარისკაცი და 52 გამვლელი. თალიბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ამ ტერაქტისათვის.

XS
SM
MD
LG