ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის სააგენტო აღიარებს იმას, რომ ირანს არ გააჩნია ბირთვული იარაღის პროგრამა


გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ მას არ გააჩნია და არც არასოდეს გააჩნდა იმის მტკიცებულება, რომ ირანს ოდესმე ჰქონდა ბირთვული იარაღის შემუშავების პროგრამა. როგორც ამ განცხადებაშია მათქვამი იმის მტკიცება, რომ ეს სააგენტო თითქოს მალავს ინფორმაციას ირანის ბირთვულ პროგრამაზე უსაფუძვლო და პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მთელი ინფორმაცია ირანის შესახებ, რომელიც ამ სააგენტომ წლების განმავლობაში შეაგროვა თავის დროზე გადასცეს მმართველთა საბჭოს, რომელშიც 35 სახელმწიფო შედის.

XS
SM
MD
LG