ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამამა უარს ამბობს ევროპაში ამერიკულ რაკეტსაწინაღო სისტემაზე


როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა აშშ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე რაკეტსაწინაღო სისტემის გაშლის სანაცვლოდ ახალ, უფრო მოქნილ სისტემას აძლევს უპირატესობას. როგორც მან თქვა ახალი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო ძლიერ და სწრაფ სათავდაცვო სისტემას, რომელიც უფრო საიმედო და რენტაბელურია. პენტაგონის განცხადების თანახმად ახალ სისტემაში მოიაზრება ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთში სპეც-სენსორებისა და სხვა აღჭურვილობის დაყენება, ისევე როგორც რაკეტების საზღვაო ხომალდებზე დამონტაჟება. როგორც ობამამ აღნიშნა ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც ახალი შეფასება მიეცა ირანის სარაკეტო პროგრამას. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ირანის კონტინენტშორისი სარაკეტო სისტემის შემუშავება უფრო ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ადრე ეგონათ, თუმც აქვე აღსანიშნავია, რომ ირანის მოკლე და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების პროგრამის შემუშავება უფრო სწრაფად მიმდინარფეობს ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ობამას გადაწყვეტილება. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა ამ გადაწყვეტილებას და მას უწოდა ნაბიჯი უკან იმ დროისაკენ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვენები მუდმივად იმყოფებდნენ რუსეთის განახლებული ავანტიურიზმის შიშის ქვეშ.

XS
SM
MD
LG