ქალბატონი ნატო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში არა ერთი შემთხვევა არსებობს ოჯახური ძალადობისა. მისი აზრით ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ამ პრობლემასთან საბრძოლველად საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის რომ ოჯახური ძალადობა არა მხოლოდ იმ ოჯახის პრობლემაა, რომელშიც ეს ხდება, არამედ ეს მთლიანად საზოგადოების პრობლემაა. და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს ამ პრობლემასთან ბრძოლა და მისი აღმოფხვრა.