ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მიჩელი ბეირუთს ჩავიდა


ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური რწმუნებული ჯორჯ მიჩელი წუხელ ბეირუთს ჩაფრინდა. იგი ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სულეიმანს ხვდება. ბეირუთში მის ჩასვლას წინ უძღოდა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ოფიციალურ პირებთან. მოლაპარაკების საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობების შეწყვეტა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სახ-დეპის რწმუნებულმა იენ კელიმ ჯორჯ-მიჩელისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეტანიაჰუსა და პალესტინელთა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა.

XS
SM
MD
LG