ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ოთხი ისლამისტი ტერორისტი მოჰკლეს


ინდონეზიის ხელისუფალთა განცხადების თანახმად ცენტრალური ჯავას რაიონში ისლამისტ მეამბოხეთა სამალავზე პოლიციის მიერ განხორციელებელი რეიდის შედეგად, დაუზუსტებელი მონაცემებით ოთხი კაცი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით ქალაქ სოლოს შოიახლოს განლაგებული საცხოვრებელი სახლიდან კარგა ხანს ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. კარგადაა ცნობილი, რომ ამ ქალაქში რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ჯემაა ისლამიას წევრები აფარებენ თავს.

XS
SM
MD
LG