ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და მედვედევი სექტემბრის მიწურულს კიდევ ერთხელ განიხილავენ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხს


ივლისში მოსკოვში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.

აღნიშნული ხელშეკრულება 1000 გვერდს მოიცავს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული დოკუმენტია, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ისახავს მიზნად. 1991 წელსც ამ ხელშეკრულებას მიზეილ გორბაცოვმა და ჯორჯ ბუსმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება 1994 წელს შევიდა ძალაში.

ექსპერტების განცხადებით შეერთებულ შტატებს ამჟამად 2200 სტრატეგიული ბირთვული ქობინი აქვს, რომელთა უმეტესობა ატომურ წყალქვეშა ნავებსა და ბომბდამშენებზეა განთავსებული. რუსეთი თავის მხრივ 2700-მდე ატომური ბომბის მფლობელია.

მინესოტას უნივერსიტეტის შეიარაღებაზე კონტროლის ექსპერტის სტივ ანდერსენის განცხადებით:“ მხარეები შეთანხმდნენ რომ ბირთვული ქობინების რაოდენობას 1500-დან 1675-მდე შეამცირებენ. ატომური ბომბების მატარებელ კომპონენტებს კი 1100-დან 500-მდე დაიყვანენ.“

როგორც პრეზიდენტ ბუშის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ფრენკ მილერი აცხადებს:“ ხელსეკრულების რატიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი მოქმედების გაკონტროლების შესაძლებლობას.“

იმავე აზრისაა შეიარაღების შემცირებაზე კონტროლის ასოციაციის დირექტორი დარელ კიმბელი, რომელიც მიიჩნევს რომ ხელშეკრულების მონიტორინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით:“ რუსებს ატომური იარაღის მიტანის საშუალებების დათვლა სურთ, ამერიკელები კი მხოლოდ ბირთვული ქობინების რაოდენობას აქცევენ ყურადღებას. საბოლოოდ ალბათ ორივე მხარეს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.“

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ამ წლის 5 დეკემბრამდე უნდა მოაწერონ ხელი, რომლის შემდეგ მისი რატიფიცირება მოხდება რუსეთის დუმისა და შეერთებული შტატების სენატის მიერ.

ივლისში მოსკოვში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG