ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრემიერი დაამტკიცა


იაპონიის პარლამენტმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერი იუკიო ჰატოიამა აირჩია.

გასულ თვეს ჰატოიამას დემოკრატიულმა პარატიამ ქვედა პალატის 480 ადგილიდან 308 მოიპოვა , რითაც დასრულდა კონსერვატიული ლიბერალ დემოკრატიული პარტიის 50 წლიანი მმართველობა.

დღეს იაპონიის პარლამენტის ქვეედა პალატამ გამართა საგანგებო სესია ქვეყნის ახალი ლიდერის ასარჩევად. ჰატოიმამ პირობა დადო რომ იგი შეკვეცავს მთავრობის მიერ თახნხების ხარჯვას და გამოაცოცხლებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკას.

მან აქვე დასძინა რომ იაპონიის საგარეო პოლიტიკა აშშ-ის გავლენიდან გამოვა. ჰატოიამა უახლოეს დროში ახალ კაბინეტს აირჩევს.

XS
SM
MD
LG