ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა  ევროკომისიის პრეზიდენტი აირჩია


ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოსე მანუელ ბაროსსოს მეორე ვადით ანუ კიდევ 5 წლით გაუგრძელა უფლებამოსილება. არჩევნები გუშინ დილას ჩატარდა. პარლამენტის 736 წევრიდან 382 -მა ხმა ბაროსოს მისცა ხოლო 219-მა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

ბაროსოს, პორტუგალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ევროკავშირის 27 ქვეყნის მთავრობამ დაუჭირა მხარი. იგი იყო მთავარი კანდიდატი ამ თანამდებობაზე. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბაროსომ აღნიშნა , რომ იგი შეინარჩუნებს ევროპის დემოკრატიულ ღირებულებს, იზრუნებს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და გაატარებს რეფორმას საფინანსო სექტორში. მან აგრეთვე პირობა დადო რომ შეცვლის კომისიის სტრუქტურას, მასში ახალი კომისრების დანიშვნით იუსტიციისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის საკითხებში.

XS
SM
MD
LG