ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ზეწოლას ახდენს ისრაელზე შეწყვიტოს ახალდასახლებების მშენებლობა


როგორც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ჯორჯ მიჩელმა განაცხადა მიუხედავად ჩატარებული მოლაპარაკებისა ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან ისრაელის მიერ ახალდასახლებების შეწყვეტის საკითხი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. გუშინ საღამოს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ მიჩელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალდასახლებების საკითხში ამ რამოდენიმე კვირაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მანამდე მიჩელი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა. ნეტანიაჰუს რწმუნებულმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ მოლაპარაკებამ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა და რომ მიჩელი და ნეტანიაჰუ დღეს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG