ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკაში ნათელი პერსპექტივები ისახება


როგორც აშშ-ის ცენტრალური ბანკის (ფედერალური რეზერვის) თავმჯდომარე ბენ ბერნანკე ამტკიცებს, როგორც სჩანს ამერიკაში ეკონომიკური რეცესია დასრულდა. თუმც მისივე თქმით ჯერ კიდევ საკმარისო დროა საჭირო იმისათვის, რომ რიგითმა ამერიკელმა პირადად შეიგრძნოს ეს. ბერნანკეს განცხადების თანახმად უკანასკნელი ეკონომიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა იზრდება და ეს ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. მან იქვე გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ეთანხმება იმ ეკონომიკურ პროგნოზს, რომ მიუხედავად ამ ზრდისა არ შეიქმნება მრავალი ახალი სამუშაო ადგილი და რომ უმუშევრობის დონე დროის განსაზღვრულ მონაკვეთში კვლავაც მაღალი იქნება.

XS
SM
MD
LG