ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი შეშფოთებულია ლათინური ამერიკის შეიარაღების გამო


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ურუგვაის პრეზიდენტთან ტაბარე ვასკესთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა ლათინური ამერიკის შეიარაღების გამო. ვაშინგტონში შემდგარ ამ შეხვედრამდე ორი დღით ადრე კი ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ რუსეთისგან ორი მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო იმისთვის, რომ ეს თანხა ასევე რუსეთისგან ოთხმოცდაათი ტანკისა და გრძელი რადიუსის მქონე საჰაერო დაცვის სისტემის შეძენას მოახმაროს. კლინტონის თქმით, ვენესუელის შეიარაღება მთელს რეგიონში გამოიწვევს გამალებული შეიარაღების სრბოლას. სახელმწიფო მდიბანი ვენესუელას გამჭვირვალეობისკენ და იარაღის შეძენის მიზნების გამჟღავნებისკენ მოუწოდებს. ურუგვაის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებმა საკუთარი რესურსები სოციალური პრობლემების, პირველ რიგში ჯანდაცვის და განათლების საკითხების მოგვარებას და არა იარაღს უნდა მოახმარონ.

XS
SM
MD
LG