ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სამი ტერორისტი დააკავეს


ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრეს-ცენტრის განცხადების თანახმად ერაყელმა და ამერმიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სმაი მეამბოხე დააკავეს. ვარაუდის თანახმად მათ მიერ იქნა განხორციელებული ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაზე თავდასხმა. მეამბოხეებმა სამშაბათს ნაღმსატყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი მწვანე ზონის სამთავრობო ზონას, მას შემდეგ რაც ბაღდადს ჩაფრინდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. იგი ერაყში ერაყელ ოფიციალურ პირებსა და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ხვდება. როგორც ერაყის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი ერთი ნაღმი ასცდა მიზანს და მწვანე ზოლის შორიახლს საცხოვრებელ მაღლივ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. თვით მწვანე ზონაში არავინ დაშავებულა. როგორც ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის მეთაურმა განაცხადა ერაყელმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს მომხდარზე და მოახერხეს სამი მეამბოხის დაკავება და ნაღმსატყორცნების სამალავიდან ამოღება.

XS
SM
MD
LG