ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გაანთავისუფლეს ჟურნალისტი, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს ფეხსაცმელები სტყორცნა


ერაყში ის ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს ფეხსაცმელები სტყორცნა. ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ მუნთაზერ ალ-ზაიდი დღეს გამოუშვეს ბაღდადის ციხიდან. მას ციხის კარიბჭესთან ნათესავებისა და იურისტების ჯგუფი შეეგება. ფეხსაცმლების ტყორცნის ფაქტმა ალ-ზაიდი შარშან მრავალი არაბის თვალში გმირად აქცია. შეგახსენებთ, რომ ალ-ზაიდიმ ბაღდადში მიმდინარე პრეს-კონფერენციის მსცსვლელობისას ჯორჯ ბუშს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარი ფეხსაცმელები ესროლა. პრეზიდენტმა მოახერხა მათი არიდება. გათავისუფლებულმა ალ-ბაღდადიას ტელეარხის თანამშრომელმა ალ-ზაიდიმ ტელესადგურის შენობაში მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მართალია იგი გაათავისუფლეს, მაგრამ ერაყი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.

XS
SM
MD
LG