ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი პატრიკ სუეიზი


57 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი პატრიკ სუეიზი. მსახიობს ისეთი ფილმებიდან იცნობდნენ, როგორებიცაა „ბინძური ცეკვა“ და „მოჩვენება“. სუეიზი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა პანკრეასის სიმსივნეს. მსახიობი კლასიკურად გაწვრთნილი მოცეკვავე იყო. 1987 წელს გადაღებულმა „ბინძურმა ცეკვამ“ პატრიკ სუეიზი ვარსკვლავად გადააქცია. მან ავადმყოფობის შესახებ საჯაროდ პირველად 2008 წლის მარტში განაცხადა. სუეიზის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსახიობი სიმშვიდეში და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG