ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის  ალექსანდრე ხაჩიროვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


ალექსანდრე ხაჩიროვი რუსეთში 2008 წლის ივნისში რუსეთ-საქართველოს დაწყების წინ დააპატიმრეს. იგი სასამართლომ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებაში სცნო დამნაშავედ. დაკავებისას მისი ავტომობილიდან ვიდეოკამერა ამოიღეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხაჩიროვი 2004 წელს ჯაშუშობის საქმიანობაში ჩაითრია საქართველოს სპეც-სამსახურმა. პროკურატურის თანახმად იგი თვალყურს ადევნებდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის ჯარისა და მშვიდობისმყოფელების გადაადგილებას. სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG