ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გავრცელდა ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ახალი აუდიო ჩანაწერი


ახალი აუდიოჩანაწერის მეშვეობით ოსამა ბინ ლადენი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ავღანეთის ომის შეწყვეტა არ ძალუძს და რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები პალესტინის გათავისუფლებას ემსახურებოდა.

თერთმეტწუთიანი აუდიოჩანაწერი ტერორისტთა პროპაგანდის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის ინტელცენტრის მიერაა მოპოვებული. მამაკაცი, რომელსაც ბინ ლადენად მიიჩნევენ ამერიკას ისრაელის მხარდაჭერასა და სხვა უსამართლობების ჩადენაში სდებს ბრალს. ბინ ლადენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ობამა ბუშისგან შორს არ დგას და ადმინისტრაციაში მისი წინამორბედის კაბინეტის წევრები, მაგალითად თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ჰყავს შეყვანილი. ბინ ლლადენი ამბობს, რომ პრეზიდენტი სუსტი პიროვნებაა და მას ავღანეთის ომის კურსის შეცვლა არ ძალუძს, ვინაიდან ობამაზე ამერიკაში მოქმედი სხვადასხვა ჯგუფები უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ.

„იმ შემთხვევაში კი თუ ობამა ეცდება რაიმის შეცვლას, მისი ბედი გადაწყვეტილი იქნება. ისევე, როგორც ეს მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის და მისი ძმის და რობერტის შემთხვევაში მოხდა“. აცხადებს ბინ ლადენი. ეს გასული ივნისის შემდეგ ალ ყაიდას ლიდერის პირველი ჩანაწერია. წინა ჩანაწერში ბინ ლადენი ობამას ბრალს სდებდა ამერიკელ მუსლიმთა წინააღმდეგ სიძულვილის ახალი თესლის გაღვივებაში. ფიქრობენ, რომ ალ ყაიდას ლიდერი თავს პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის რეგიონში მდებარე მთებს აფარებს. პაკისტანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ბინ ლადენი მკვდარია. თუმცა ამერიკელები აცხადებენ, რომ ბინ ლადენის სიკვდილის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს.

XS
SM
MD
LG