ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალურად სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი თვითმკვლელობაზე მოდის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურად სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი თვითმკვლელობაზე მოდის. ყოველწლიურად თავს ერთი მილიონი ადამიანი იკლავს, ანუ დღეში სამი ათასი კაცი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო ორმოცდახუთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში სამოცი პროცენტით გაიზარდა და წინასწარმეტყველებს, რომ 2020 წლისთვის თვითმკვლელთა რიცხვი ყოველწლიურად ერთ ნახევარ მილიონს მიაღწევს. ანგარიშის თანახმად, ომისა და მკვლელობების ჩათვლით ძალადობით გამოწვეული სიკვდილიანობის ნახევარზე მეტს სწორედ თვითმკვლელობა შეადგენს. აქვე ნათვამია ისიც, რომ თვითმკვლელთა მეოთხედს ოცდახუთ წლამდე არასრულწლოვნები და ახალგაზრდები შეადგენენ და რომ თვითმკვლელთა შორის მამაკაცები ჭარბობენ, თუმცა თავის მოკვლის მცდელობა ქალთა შორის უფრო ხშირია.

„მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ დეპრესია, ალკოჰოლიზმი და სხვა ფსიქოლოგიური დაავადებები ევროპულ ქვეყნებში თვითმკვლელობის მთავარ საბაბს წარმოადგენენ. აზიაში კი თვითმკველობის მთავარ მიზეზად იმპულსიურობა შეიძლება ჩაითვალოს.“ გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სულიერ დაავადებათა და ნარკომანიის დეპარტამენტის ექსპერტი ალექსანდრა ფლეიშმანი.

სააგენტო აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ თვითმკვლელობისადმი მიდგომის კულტურულ სხვადასხვაობებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ თვითმკვლელობების რაოდენობით აზია ლიდერობს, მაგრამ მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც დიდად არ ჩამორჩებიან. თვითმკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ხმელთაშუაზღვისპირა, ლათინური ამერიკის, აზიის კათოლიკური და მუსლიმანური ქვეყნები გამოირჩევიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, თვითმკვლელობების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის საზოგადოებამ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილთა უფრო ადვილად ამოცნობა უნდა შესძლოს.

XS
SM
MD
LG