ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარგზავნილთან ჯორჯ მიტჩელთან შეხვედრის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ აცხადებს, რომ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობები მთლიანად არ შეჩერდება. დღეს ისრაელის პარლამენტის წინაშე წარმდგარმა პრემიერმა განაცხადა, რომ მშენებლობების ნაწილის გაყინვაც დროებით მოხდა და, რომ ისრაელი და ვაშინგტონი ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხნით გაიყინა ეს პროცესი. ჯორჯ მიტჩელი ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე უკანონო მშენებლობების შეწყვეტას მოსთხოვს, ვინაიდან ამის გარეშე პალესტინელებთან სამშვიდობო მილაპარაკებების პროცესის განახლება შეუძლებელია. მიტჩელისა და ნათანიაჰუს შეხვედრა დღეისთვისაა დაგეგმილი. ისრაელმა ზემოთქმული ტერიტორიები 1967 წლის ომის დროს დაიპყრო. ბატონ ნათანიაჰუს თქმით, ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს უკანონო დასახლებად არ თვლის და ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებს არ შეაჩერებს. პალესტინელტა ლიდერები კი აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მშენებლობების შეწყვეტის შემთხვევაში დაუბრუნდებიან.