ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ობამა უოლ სტრიტს ეწვევა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უოლ სტრიტს ეწვევა დღეს. პრეზიდენტი განიხილავს გეგმბეს ფინანსურ სექტორში მთავრობის პირდაპირი ჩარევის შემცირების შესახებ და აგრეთვე ახალი საბანკო კანონმდებლობის მიღების აუცილებლობას.

ბატონი ობამას მიმართვა ნიუ იორკში ემთხვევა საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის დაცემის წლისთავს. აღსანიშნავის, რომ ხსენებული ბანკის გაკოტრება წარმოადგენდა ფინანსური კრიზისის დაწყების ყველაზე აშკარა მტკიცებულებას.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების ცნობით, ბატონი ობამას მიმართვა შეიცავს მოწოდებას რომელშიც პრეზიდენტი დაჟინებით მოსთხოვს კომპანიებს თავი აარიდონ სარისკო ინვესტიციებს და მხარი დაუჭირონ კანონმდებლობას, რომელიც დაეხმარება კერძო ბიზნესს მომავალი კრიზისისგან თავის დაღწევაში.

მოსალოდნელია აგრეთვე, რომ პრეზიდენტი მოუწოდებს მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობას უფრო უკეთესად განახორციელოს მოქმედებების კოორდინირება მომავალი კრიზისების თავიდან აცილების მიზნით.

შეერთებული შტატების კონგრესი იხილავს საბანკო სექტორის საკანონმდებლო რეფორმას.

XS
SM
MD
LG