ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი


დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა იაპონელი დიპლომატი იუკია ამანო. როგორც ცნობილია, ხსენებული სააგენტო გაეროს ზედამხედველობითი ორგანოა ბირთვული საქმიანობის სფეროში.

ამანომ ამ თანამდებობაზე შეცვალა ეგვიპტელი მოჰამედ ელ ბარადეი, რომელიც მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 12 წლის მანძლიზე უძღვებოდა.

სანამ სააგენტოს ჩაუდგებოდა სათავეში, ამანო სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან თავისი კარიერა 1972 წელს დაიწყო.

ამანოს აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება განიარაღების, არაგამვრცელებლობისა და ბირთვული ენერგიის პოლიტიკის სფეროებში. იგი აგრეთვე მსახურობდა იაპონიის საელჩოებში ვაშინგტონში, ბრუსელსა და ვიენტიანში.

XS
SM
MD
LG