ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკელ ტყვეებს გარკვეულ უფლებებს მიანიჭებენ


ამერიკული პრესის ინფორმაციით ობამას ადმინისტრაცია სულ მალე ავღანეთში ამერიკელ ტყვეებს გარკვეულ უფლებებს მიანიჭებს.

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსსა და ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია რომ ეს პრივილეგიები ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ბაღრამის სამხედრო საჰაერო ბაზაზე დატყვევებულ 600-მდე ადამიანს შეეხება.

ამიერიდან ამერიკელი სამხედროები ტყვეებს სპეციალურ წარმომადგენლებს მიამაგრებენ, რომელბიც დააკვირდებიან გამოძიების მიმდინარეობას და დაიცავენ ტუსაღების უფლებებს.

ამერიკელთა ზოგიერთი ტყვე ამ ბაზაზე უკვე 6 წლის განმავლობაში იმყოფება და კუბის გუანტანამოს სატუსაღოს ბინადრებისგან განსხვავებით არანაირი უფლებები არ გააჩნია.


XS
SM
MD
LG