ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბები მომძლავრდნენ


ავღანეთთან მიმართებაში პრეზიდენტი ობამა საკუთარი დემოკრატიულ პარტიის სკეპტიკოსებს უპირისპირდება.

ეჭვი აღარავის ეპარება იმაში რომ ბოლო პრერიოდში თალიბებ საკმაოდ მომძლავრდნენ. გასულ პარასკევს შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ კარლ ლევინმა კოლეგებს განუცხადა, რომ ავრანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტი იქ მანამდე უნდა დარჩეს სანამ ავღანეთის არმიის სატტანადო წვრთნის პროცესი არ დასრულდება:

„ჩვენს მიერ ავღანეთის არმიის გაფართოებისთვის მხარის დაჭერის გამოხატვა ნათლად გამოააშკარავებს იმას თუ რა გზით ვაპირებთ, ამ შეერთებული შტატების უშიშროებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მისიის, ამერიკის მხრიდან იქ დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაფართოების გარეშე წარმატებით განხორციელებას". აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, ის შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც ერაყში აღარ არის საჭირო ავღანეთში უნდა გადაისროლონ. ლევინი ეს-ესაა რაც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციიდან დაბრუნდა. მისი თქმით ავღანეთის ლიდერებს თალიბებთან საკუთარი ძალებით გამკლავება სურთ:

„მათ თალიბები ეზიზღებათ. ისინი თალიბთა მმართველობის ქვეშ ცხოვრობდბნენ. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ავღანეთის ლიდერებისთვის თალიბებთან ბრძოლაში დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს“. განუცხადა ჟურნალისტებს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის ომს აუცილებლობით ნაკარნახევი უწოდა.

სადღეისოდ ავღანეთში უკვე სამოცდარვა ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. ცოტა ხნის წინ, ამ კონტინგენტის მთავარსარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას, ავღანეთში არსებული სიტუაციის მკვეთრი გაუარესებისადმი მიძღვნილი ანგარიში წარუდგინა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თხოვს თუ არა გენერალი პრეზიდენტს კონტინგენტის კიდევ უფრო გაფართოვებას. გაფართოვების გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს.

თუმცა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ეჭვი გამოხატა ავღანეთში კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის მიზანშეწონილობის ირგვლივ:

„ჩემის აზრით, ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნისთვის მხარის დაჭერა იმ დროს, როდესაც კონგრესი ამას ეწინააღმდეგება გონიერი გადაწყვეტილება არ არის". განაცხადა ქალბატონმა პელოსიმ.

გასულ კვირას ლონდონში არსებულმა პოლიტოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც, ახლა თალიბების მოქმედების არეალი ავღანეთის ტერიტორიის ოთხმოც პროცენტს მოიცავს და ისინი ყოველკვირეულად ერთ ან მეტ თავდასხმას აწყობენ.


XS
SM
MD
LG