ისრაელის პრეზიდენტი, რომელსაც გუშინ გული წაუვიდა საავადმყოფოდან გამოწერეს. ოთხმოცდაექვსი წლის შიმონ პერესს გული თელ ავივში მიმდინარე კონფერენციის მსვლელობისას წაუვიდა. დღეს მისი გამოწერის დროს ექომებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაშია.
პერესის პირადმა ექიმმა აღნიშნა, რომ გულის წასვლა სიცხეში დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომამ განაპირობა. პერესი ისრაელის პარლამენტმა 2007 წელს აირჩია ქვეყნის პრეზიდენტის ძირითადად ცერემონიულ თანამდებობაზე. დღეს შიმონ პერესისა და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარგზავნილის ჯორჯ მიტჩელის შეხვედრაა დაგეგმილი. მიტჩელი ცდილობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება დააჩქაროს.