ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების ირგვლივ


სამხრეთ კორეა მომხრეა ოფიციალურმა ვაშინგტონმა შუამავლის გარეშე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება წამოიწყოს.

ამეირიკის ოფიციალური პირებმა უნდა დაითანხმონ ფხენიანი რომ იგი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების ირგვლივ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ დღეს ოფიციალურ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკება გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა პარასკევს განაცხადა რომ ობამას ადმინისტრაცია თანახმაა ჩრდილოეთ კორეაში საგანეგებო დესპანმა სტეფენ ბოსვორსმა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან ბირთვული განიარაღების ირგვლივ მოლაპარაკება აწარმოოს.

აშშ-ის ეს ახალი სტრატეგია მას შემდგე წამოიჭრა რაც ამ კვირას ბოსვორსმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების ირგვლივ დაასრულა კონსულტაციები ექსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეებთან; სამხრეთ კორეასთან, ჩინეთთან, იაპონიასთან და რუსეთთან.

როგორც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ შეცვლილა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება კვლავ დარჩება ექვსმხრივი მოლაპარაკების ერთერთი შემადგებელი ნაწილი.


XS
SM
MD
LG