ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა უპირატესობა ჰამიდ კარზაის მიანიჭა


ავღანეთის არჩევნების კომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ არჩვენბში ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ლიდერობს.

ავღანეთის დამოუკიდებელი არჩევნების კომისია აცხადებს რომ ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა უპირატესობა ჰამიდ კარზაის მიანიჭა.

არჩევნებში ასევე მონაწილეობას იღებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა. ამ უკანასკნელმა ხმათა 28 პროცენტი დააგროვა,

თუმცა ბატონი აბდულა და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები აცხადებენ რომ არჩევნები გაყალბებულია.

საბოლოო შედეგი არ გამოცხადდება სანამ გაეროს საარჩევნო გასაჩივრების კომისია არ გამოიძიებს საჩივრებს არჩვენბის გაყალბების სესახებ.

ქაბულში გაეროს წარმომადგენელი ალემ სიდიქიუ აცხადებს რომ ჯერჯერობით ნაჩქარევია არჩევნების შედეგების გამოცხადება რადგანაც 20 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით 2000-მდე საჩივარია შესული..

ამის ფონზე ავღანეთში გამძვინვარებულ თავდასხმებსა და შეტაკებებს ორი დღის განმავლობაში 40 სამოქალაქო პირი, პოლიციელი და მეამბოხე შეეწირა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს რომ პროვინცია ურუზგანში გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ავღანეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ყანდაარისა და ხოსტის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქებისას დაიღუპა 8 ადამიანი მათ შორის ბავშვები.

ჩრდილოეთ კუნდუზის პროვინციაში ღამე ჩატარებული რეიდისას კოლაიციურმა ჯარებმა და ავღანელმა ჯარისკაცებმა 11 მემაბოხე მოკლეს.

ერთერთი პროვინციის ოფიციალლური პირი აცხადებს რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სხვადასხვა შეტაკების დროს 11 პოლიციელი და დაცვის სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG