ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი გადადგა


მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. ქვეყნის პარლამენტმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს მიიღო.

ბატონმა ვორონინმა განაცხადა, რომ იგი ძალაუფლებას დამძიმებული გულით თმობს და დასძინა, რომ მას ახალი გუნდის ჯგუფური მუშაობისა არ სჯერა.

ბატონმა ვორონინმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რვა წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ გააკეთა. აპრილის შემდეგ კომუნისტი ლიდერი თავის მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიდა. მოლდოვაში არჩევნების შემდგომი ძალადობის ფონზე, მთელი ეს პერიოდი გრძელდებოდა ოპოზიციის ბრალდებები არყევნების შედეგების გაყალბების შესახებ.

ვორონინმა პარლამენტი მას შემდეგ დაითხოვა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ორი ცდის შემდეგ ვერ მიაღწია კონსენსუს --პრეზიდენტის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით. მოლდოვას 101თ ადგილიან პარლამენტს ახლა ერთი თვე ეძლევა ახალი პრეზიდენტის შესარჩევად.

XS
SM
MD
LG