ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკარაგუასა და აფხაზეთს შორის  შეთანხმებას მოეწერა ხელი


ნიკარაგუისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებმა დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ შეთანხმების გაფორმება მანაგუაში მოხდა.

ამ მოვლენის შესახებ ცნობილი ხდება ერთი დღის თავზე, რაც ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებოლობა აღიარა.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გააკრიტიკა გაეროს რეზოლუცია, რომელიც დევნილების შინ დაბრუნებას ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსთეში.შამბამ აღნიშა, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს აფხაზეთის ხელისუფლების თვალსაზრისს და ამიტომაც მას სისხლისღვრა და კონფლიქი შეიძლება მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG