ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის ერთ-ერთი ტომის წევრებმა გაანთავისუფლეს გატაცებული რუსი ექიმი


იემენის ოფიციალურ პირთა ცნობით, ერთ-ერთი ტომის წევრებმა გაანთავისუფლეს რუსი ექიმი, რომლიც ხუთშაბათს მძევლად იქნა აყვანილი იემენის დედაქალაქ სანაას მახლობლად.

ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ექიმი ხუთშაბათს სანააში მიმავალ გზაზე აიყვანეს მძევლად. იემენის ერთ-ერთი დაუსახელებლი ტომის ლიდერებმა განუცხადეს პრესას, რომ ისინი აპირებდნენ გატაცებული ექიმის გაცვლას ნათესავზე, რომელიც მთავრობამ დააკავა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

უცხოელთა გატაცება სხვადასხვა ტომების წევრების მიერ საკმაოდ ხშირია იემენში. როგორც წესი, მძევლებს სწრაფად ანთავისუფლებენ. მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მძევლად აიყვანეს ცხრა პირი და მათგან რამდენიმე დღემდე დაკარგულად ითვლება.

იემენი არაბული სამყაროს უღარიბესი ქვეყანაა და 2004 წლიდან იემენის მთავრობა ებრძვის ქვეყნის ჩრდილოეთში გამაგრებულ შიით მეამბოხეებს. მეამბოხეები შეიარაღებული წინააღმდეგობის მთავარ მიზეზად მთავრობის შევიწროებას ასახელებენ.

XS
SM
MD
LG