პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სვატის ხეობაში დააპატიმრეს თალიბთა ხუთი ლიდერი, რომელთა შორის თალიბთა რწმუნებულიცაა. ამ განცხადების თანახმად ხუთიდან ორი თალიბისთვის მათი შეპყრობის შემთხვევაში დაწესებული იყო ჯილდო $120 000 სახით. განცხადებაში ჩატარებული ოპერაცია, როგორც წარმატებული ისეა დახასიათებული. პაკისტანში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის "The News"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თალიბთა რწმუნებული მუსლიმ ხანი და თალიბთა ერთ-ერთი მეთაური მაჰმუდ ხანი თავის დროზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პაკისტანის მთავრობასთან. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ამ ინფორმაციას.
პოპულარული
1