ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუაელის პრეზიდენტი უგო  ჩავესი მადრიდშია


ვენესუაელის პრეზიდენტი უგო ჩავესი მადრიდშია ესპანელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.ახლად მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელის ლიდერის შეხვედრების თემა-ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან, ისევე როგორც პრემიერ მინისტრ ხოსე ლუის ზაპატეროსთან იქნება ვაჭრობისა და საერთაშორისო საკითხები.ესპანეთში წასვლისთანავე, ჩავესმა ესპანეთს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ბრალი დასდო ლათინურ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების მემარჯვენე ინტერპრეტაციაში და შესაბამისი ფაქტების დამახინჯებაში, რაც მის ქვეყანას მხოლოდ ვნებს. მისი განცხადებით, მას ებრძვის ის მედია კამპანია, რომელიც ამახინჯებს ფაქტებს და დემოკრატიისთვის მებრძოლებს ტირანებად ასაღებს.

XS
SM
MD
LG