დღეს ამერიკელები სამგლოვიარო ცერემონიებით პატივს მიაგებენ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას. პენტაგონში ცერემონიას დღეს თვით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრება. ავიალაინერის პენტაგონის შენობასთან შეჯახების შედეგად 184 კაცი დაიღუპა. პრეზიდენტმა ობამამ 11 სექტემბერი, როგორც ხსოვნის დღე ისე გამოაცხადა. ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრის შენობებთან ორი ავიალაინერის შეჯახების შედეგად 2700 კაცი დაიღუპა. დღეს საგანგებო სამგლოვიარო ცერემონიაზე ნიუ-იორკში სიტყვით გამოვა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პენსილვანიაში დაბა შენკსვილის შორიახლოს მემორიალურ კომპლექსს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გახსნის. შეგახსენებთ, რომ შენგსვილთან ჩამოვარდა მეოთხე გატაცებული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 40 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.