ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივები


50 წელი გავიდა მას შემდეგ რაც თურქეთმა ევროპის თანამეგობრობაში გაწევრიანება მოითხოვა. თურქი ლიდერების განცხადებით , მათ კვლავ სურთ ამ მიზნის მიღწევა. ამ კვირაში გამოქვეყნდა ერთერთი გავლენიანი ჯგუფის ანგარიში სადაც ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი დადანაშაულებულია ევროკავშირში თურქეთის სწრაფვის შეფერხებაში.

თურქეთის საკითხებზე დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი თანამეგობრობის წევრებს შორის შიშს თესავს. მათ მიერ კეთდება ნეგატიური განცხადებები ისეთ საკითხებზე როგორიცაა ემიგრაცია, სამუშაო ადგილები, ისლამი და სხვ.

ძირითადად ეს საფრნგეთს ეხება. ნიკოლა სარკოზი თურკეთის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მოწინააღმდეგეა. სრული წევრობის მინიჭებაზე გერმანია და ავსტრიაც იკავებენ თავს და სანაცვლოდ პრივილიგირებულ პარტნიორობას სთავაზობენ ანკარას.

ანგარიში მოამზადა კომისიამ რომელშიც შედიან ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები და მეცნიერები. ჯგუფს კი სათვეში ედგა ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარტი აჰტისაარი.იგი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ საფრთხის ქვეშაა.

-1999 წელს ჩვენ ვთქვით რომ თურქეთი არის ევროკავშირში გაჩევრიანების კანდიდათი, ისევე , როგორც ყველა დანარჩენი ქვეყანა. ეხლა კი საფრთხის ქვეშაა ამ ორგანიზაციის სანდოობა.

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე თურქეთში საზოგადოებრივი აზრი ნეგატიურია.ცინიკურად განწყობილი ადამიანების მონახვა არც თუ ისე ძნელია სტამბოლის ქუჩებში.

-ფაქტია, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებით ჩვენი კულტურის, რელიგიის და ცხოვრების სტილის გამო. ეს არის მათი ცრუ შეხედულება მთლიანად ქვეყანაზე და კულტურაზე.მაგრამ არამგონია თურქეთს სჭირდება ევროკავშირი იმისთვის რომ იყოს ძლიერი ქვეყანა.

სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორის ჰალიკ საშინის განცხადებით მსგავსი აზრი ძალზედ ხშირია თურქებში.

- თურქები მიიჩნევენ რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მათი აზრით სხვა კანდიდატებთან შედარებით მათ მიმართ უსამარლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი.

კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ სექმნიალია ერთგვარი მანკიერი წრე. იმ ფონზე როდესაც ევროკავშირის წევრებს შორის იზრდება თურქითის გაწევრიანების საწინააღმდეგო განწყობა, თურქეთში ღრმავდება აღშფოთება, რომელიც იწვევს რეფორმების შეფერხებას. რეფორმების გატარება კი აუცილებელი პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

თურქეთის პარლამენტის და საგარეო საქმეტა კომტეტის წევრი სუატ კინიკიოგლუ კი აცხადებს რომ მიუხედავად არსებული პრობლემისა თურქეთის კანონმდებლები ვალდებულებას იღებენ რეფორმების გატარებაზე.

-ჩვენ მომავალ თვეებში ვაპირებთ პროცესების დაჩქარებას, მაგრამ ამასთან რა თქმა უნდა საფრნგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების განწყობა შემართებას ახშობს მოსახლეობაში., უფრო სწორედ, ეს სირთულეებს ქმნის რეფორმების გატარების საქმეში.

იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა თურქეთის გაჩევრიანებაზე ლაპარაკი, ანკარამ წევრობისვის აუცილებელი 35 დან 11 პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. მაგრამ გადაუწყვეტელი დარჩა კვიპროსის თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის საპორტო და საჰაერო გზების გახსნა. ანალიტიოსების განცხადებით ანკარას იმედი აქვს რომ უკანასკნელი ანგარიში გარკვეულწილად აამოქმედებს ევროპის ლიდერებს, და ისინი მხარს დაუწერენ თურქეთის ევროკავშირში მირებას , მაგრამ თურქეტში სულ უფრო ცოტა ადამიანი დარჩა ვისაც ამის სჯერა.

XS
SM
MD
LG