აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ კანონმდებლების წინაშე სიტყვით წარსდგა. მან მოუწოდა დამსწრეებს გვერდზე გადადონ რიტორიკა და მიიღონ კანონმდებლობა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე მან კრიტიკის ქვეშ მოაქცია ისინი ვინც მისი ადმინისტრაციის მიერ წაყენებული წინადედებების ირგვლივ დეზინფორმაციას ავრცელებენ. მათ შორის არის ბრალდება ხანდაზმულებისა და ავადმყოფი პირების დაზღვევაზე უარის განცხადება. მიუხედავა ამისა იგი მზადაა კვლავ განაგრძოს მუშაობა მოწინააღმდეგე რესპუბლიკურ პარტიასთან , მაგრამ ამასთან დასძინა რომ თამაშის დრო დამტავრებულია, როდესაც საქმე ჯანდაცვას ეხება.
არსებული სისტემა ბარაქ ობამას თქმით აღარ მუშაობს, იგი ამძიმებს იმ საშუალო კლასის ამერიკელის ცხოვრებას, რომელიც გაჭირვებით იხდის დაზღვევის საფასურს.
აშშ-ი ერთადერთი ქვეყანაა განვითარებული ძლიერი ქვეყნებიდან რომელიც მსგავს პირობებში ამყოფებს თავის მოქალაქეებს. ობამას განცხადებით პოლიტიკის გვრდზე გადადების და პრობლემის გადაჭრის დრო დადგა
-დამთავრდა ჩხუბის დრო, გაიარა თამაშის დრომაც . ახლა სა ჭიროა მოქმედება. ახლა უნდა შევკრიბოთ ორივე პარტიის საუკეთესო იდეები და დავანახოთ ამერიკელ ხალხს, რომ ჩვენ კვლავ შეგვიძლია იმის გაკეთება რისთვისაც აგვირჩიეს. ახლა დროა ჯანდაცვის პრობლემა გადიჭრას.ცდ
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმის გატარებაზე დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი დაიხარჯება 10 წლის განმავლობაში. ამაში შევა სახელმწიფო დაზღვევაც, რომელიც კონკურენციას გაუწევს კერძო სადაზღვევო კომპანიებს. მაშინ როდესაც დემოკრატები მხარს უჭერენ პრეზიდენტის ამ წინადადებას , რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ოპონირებენ მას.