ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სატვირთო მანქანის აფეთქებამ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


კამიკაძე ტერორისტის მიერ დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქებამ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში

ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთულ სოფელში დაიღუპა 20 და დაშავდა 27 ადამიანი.

აფეთქება დღეს დილით ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე სოფელ ვარდაკში მოხდა. პოლიციის ცნობით, მეორე თვითმკველის მიერ დაგეგმილი თავდასხმა ჩაიშალა როცა ერაყის უშიშროების ძალებმა გახსნეს ცეცხლი და მოკლეს ტერორისტი მანამდე სანამ იგი მოახერხებდა სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას.

პოლიციის ცნობით, კიდევ ერთი ბომბის აფეთქების შედეგად ბაღდადის სამხრეთით მდებარე მაჰმუდიას დასახლებაში დაიღუპა 4 და დაშავდა 29 ადამიანი.

ოთხშაბათს ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ კირკუკში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაინგრა ერთი შენობა.

პოლიცია იუწყება, რომ ხსენებული აფეთქება ნაადრევად მოხდა იმ სახლის ეზოში, სადაც მანქანაში ამონტაჟებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ტერორისტული აქტის ჩატარების განხორციელების მიზნით.

XS
SM
MD
LG