ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმა მხარს უჭერს რუსეთის ჯარის უცხოეთში გდადასროლის ინიციატივას


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დადებითად შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმად შეიქმნება იურიდიული საფიძველი იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა პირადად შესძლოს რუსეთის ჯარის რუსეთის საზღვრებს მიღმა გადასროლა. ამ კანონის ძალით კრემლი შესძლებს მისი სამხედრო კონტინგენტის გამოყენებას რუსეთის მოქალაქეე ბისა და სამხედრო პირების დასაცავად და აღკვეთოს აგრესია რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ და ამოძირკვოს მეკობრეობა. დუმამ ეს კანონპროექტი კიდევ ორჯერ უნდა განიხილოს, სანამ მას პარლამენტის ზედ პალატას გადასცემენ დასამტკიცებლად.წარუდგინა რა ეს ინიციატივა პარლამენტს გასულ თვეს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ ამგვარი ზომის დამკიცების საჭიროებამ თავი იჩინა საქართველოსთან გასულ წელს მომხდარი ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG