ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ ზამთარს ე.წ. წყნეთელი დევნილები საკუთარი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვდნენ


გასულ ზამთარს ე.წ. წყნეთელი დევნილები საკუთარი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვდნენ. ისინი სხვა დევნილებთან უფლებრივად გათანაბრებას ითხოვდნენ. წყნეთი, იმ 400- მდე კოლექტიური ცენტრის ჩამონათვალში ვერ მოხვდა, სადაც დევნილებს საცხოვრებლებს უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასში უკანონებენ. 2007 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთერთი საჯარო გამოსვლისას, დევნილებისათვის მათი დროებითი საცხოვრებლების საკუთრებაში მიცემის განკარგულება გასცა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც შესაბამისი პროცესი დაიწყო, თუმცა ეს წყნეთს არ შეხებია. ამ ზაფხულს წყნეთის დევნილებს ისევ მიაკითხეს და მათი გამოსახლების პროცესი აღდგა. წყნეთში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, სახლებიდან გამოსახლების საფრთხე ზაფხულის დადგომისთანავე ყოველ ჯერზე ახსენდებათ. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო სასამართლოში აპირებენ. პოლიტიკური გაერთიანება, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წევრი შოთა გვენეტაძე ბოლო ხანებში გახშირებული დევნილების საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლების ფაქტებს აპროტესტებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს, სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მცხოვრებ დევნილებს დაკავებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონოს. მას მიაჩნია, რომ ის დევნილები, რომლებიც დროებით კერძო ინფრასტრუქტურაში ცხოვრობდნენ, ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართით უნდა დააკმაყოფილოს.

XS
SM
MD
LG