ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არდადეგები დასრულდა



საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არდადეგები დასრულდა და სამუშაო გრაფიკის დაწყებიდან მეორე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბ-ნ ირაკლი კენჭოშვილის განცხადებით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა მოიცავს პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროს, კერძოდ, როგორიცაა ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, ტრეფიკინგთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას.. ამდენად, აღნიშნული შეთანხმების დადება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და გაღრმავებას.

მომავალ გეგმებს, აქტივობის ნუსხას აცნობენ დღეს საზოგადოებას ქრისტიან-დემოკრატები. ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ისინი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებბს სთავაზობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის და განათლების სფეროებში, თუმცა, მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ქრისტიან-დემოკრატებს ახალი წინადადებები არა აქვთ მომზადებული თავდაცვის, სოფლის მეურნეობის ან სხვა დარგებში.

XS
SM
MD
LG