ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებულ აფეთქებას პოლიციის მაღალჩინოსნის სიცოცხლე ემსხვერპლა


დღეს ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებულ გზისპირა ნაღმის აფეთქებას პოლიციის მაღალჩინოსნის და მისი ოთხი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მაღალჩინოსანი მაიორი ზაიდ ჰუსეინ ხალაფი ქალაქ კირკუკის შორიახლოს მდებარე დაბა არმილისკენ მიემგზავრებოდა. ბაღდადში კი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ავტოკოლონა ააფეთქეს. ამ ტერაქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ხუთი კაცი.
XS
SM
MD
LG