ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკის ჯანდაცვის რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელედეს


პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკის ჯანდაცვის რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელედეს და რომ ქვეყნის კანონმდებლებმა უნდა შეწყვიტონ დებატები და რეფორმისადმი მიძღვნილ საბოლოო კანონს მოაწერონ ხელი. გუშინ ამერიკის მშრომელთა დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ, ქვეყნის პროფკავშირების ფედერაციის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სთქვა, რომ სწორედ ახლა დადგა რეფორმის მიღების დრო. მან ჯანდაცვის რეფორმის ინიციატივის მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა და მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. ობამა მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის ყველაზე დიდი დაპირისპირების გამომწვევ ინიციატივას, რომლის თანახმადაც ამერიკის მთავრობამ კერძო სამედიცინო დაზღვევასთან კონკურენციის მიზნით სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს. პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოებრივი აზრი გადაიბიროს მას შემდეგ, რაც გასულ თვეს დემოკრატების ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხალხმრავალი გამოსვლები მთელი ამერიკის ტერიტორიაზე მოეწყო.

XS
SM
MD
LG