ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად, უმაღლესდამთავრებულები უფრო მაღალ შემოსავლებს ღებულობენ სხვებთან შედარებით


ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ პარიზში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, უმაღლესდამთავრებულები პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში ბევრად უფრო დიდ შემოსავალს იღებენ ვიდრე სხვები. ოცდაათ განვითარებულ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ გამოააშკარავა ის, რომ ამ პერიოდში უმაღლესდამთავრებული მამაკაცები სხვებთან შედარებით საშუალოდ ას ოთხმოცი ათასი დოლარით მეტ შემოსავალს იღებენ, ხოლო ქალები კი ას ოცდათოთხმეტი ათასით მეტს. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცის კვლევაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ უმაღლესდამთავრებულებს უმუშევრობა ნაკლებად ემუქრება და ისინი სხვებთან შედარებით ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან. კვლევაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სექტორი დიდ მოგებას ნახულობს უმაღლეს განათლებაში ინვესტირების ხარჯზე.

XS
SM
MD
LG