ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ გასულ ივლისს ბალტიის ზღვაში გატაცებულ ხომალდს რაკეტები არ გადაჰქონდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ გასულ ივლისს ბალტიის ზღვაში გატაცებულ ხომალდს რაკეტები არ გადაჰქონდა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ხომალდს ირანში ეს-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ეჭვი გაზეთ “თაიმს ოფ ლონდონის” გასული კვირა დღის გამოშვებაში გამოითქვა. რუსეთი ამტკიცებს, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომლის ეკიპაჟს რუსები შეადგენდნენ მხოლოდ ხე-ტყე გადაჰქონდა.

XS
SM
MD
LG