ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სასამართლომ 2006 წელს თვითმფრინავების აფეთქების დამგეგმავებს განაჩენი გამოუტანა


ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო სამი ბრიტანელი მუსლიმი, რომლებსაც 2006 წელს ტრანსატლანტიკური რეისების შემსრულებელი თვითმფრინავების თხევადი ასაფეთქებლით განადგურება ჰქონდათ დაგეგმილი. სასამართლომ განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს აბდულა აჰმედ ალის, ასად სარვარს და ტანვირ ჰუსაინს ათასობისთ ადამიანის გაჟლეტა ჰქონდათ ჩაფიქრებული. სასამართლოს თქმით, ტერაქტი პაკისტანში დაიგეგმა. ცნობილია, რომ ტერორისტებს დაახლოებით შვიდი ავიალაინერის აფეთქება ჰქონდათ განზრახული.

XS
SM
MD
LG