ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მეამბოხეების მიერ გახსნილ ცეცხლს ოთხი საკოლის მოწაფე შეეწირა


ორაგზაის მხარის გამგებლობის განცხადების თანახმად დღეს მემბოხეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთ-ერთ ადგილობრივ საშუალო სკოლაში ოთხი მოწაფე დაიღუპა. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი თავდამსხმელებმა მიზანში იმიტომ ამოიღეს, რომ შიითი მუსლიმები იყვნენ. თუმც პაკისტანის ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად სუნიტ თავდამსხმელებსა და ადგიულობრივ შიიტებს შორის ამტყდარი სროლის დროს ბავშვები შემთხვევით დაიღუპნენ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში გამაგრებულია პაკისტანის თალიბთა ახალი მეთაურის ჰაკიმულა მეჰსუდის ძალები. ადგილბრივი უშიშროების სამსახრის თანამშრომელთა განცხადების თანახმად მათი ვარაუდით გუშინ აშშ-ის სამხედროების მიერ ავღანეთის საზღვრის რაიონში პაკისტანის მხარეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით ხუთი კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG