ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში არ წყდება ტერაქტები


ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი მოიყვანა მოქმედებაში. დაიღუპა სამი, ხოლო დაიჭრა ექვსი სამოქალაქო პირი. აფეთქებისათვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ამ აეროპორტს იყენებენ როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო ავიახაზები, ასევე ის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთსი არიან დისლოცირებულები. აფეთქება მოხდა აეროპორტის იმ ნაწილში, რომელსაც ამჟამად სამხედრო მიზნებისათვის იყენებენ. საგულისხმოა, რომ თალიბებმა ამავე აეროპორტს აგვისტოში რეაქტიული ჭურვები დაუშინეს. ტერაქტების გახშირება დაკავშირებულია ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამ ფონზე გერმანიაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დეს სიტყვით უნდა მიმართოდს ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ავღანეთში გერმანიის სამხედრო სტრატეგიას ეხება. როგორც სჩანს მერკელს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებიხ ეხება ნატოს სამხედრო საჰაერო ოპერაციას, რომლის დაწყების თაობაზე განკარგულება გერმანელმა მეთაურმა გასცა. ამ ოპერაციის სამიზნე, რომელიც პარასკევს განხორციელდა კუნდუზის პროვინციაში თალიბი მეამბოხეები იყვნენ. თუმც როგორც ადგილობრივი ოფიციალური პირები ამტკიცებენ დარტყმის შედეგად მრავალი უდანაშაულო სამოქალაქო პირი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG