ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


მხარეებმა დაკავებული თურქი კაპიტანის საკითხი განიხილეს. მოგეხსენებათ, ქართულმა სასამართლომ მას აფხაზეთში უკანონო ნაოსნობის გამო 24-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები.

- ჩვენ ამ თანამსრომლობის ფარგლებში უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს - განაცხადა აჰმეტ დავუთუღლუმ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მათ ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდათ და ხვალ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროსაც ამ საკითხს განიხილავენ.

მინისტრების თქმით, თბილისში მიღებული იქნა გადაწყვეტილება თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ეკონომიკურ ინტეგრაციაში გადაზრდის შესახებ. შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმუშავებს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით ანკარის სურვილია კავკასიაში ყველა გაყინული კონფლიქტი მოგვარდეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. მისივე განცხადებით თურქეთი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული და კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალზე. მოგეხსენებათ, დღეს თბილისში გაიხსნა 2-დღიანი ამბასადორიალი.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მართავს შეხვედრას უცხოეთში აკრედიტებული ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.

თუ რა საკითხებს განიხილავენ აღნიშნულ ფორუმზე, ამის შესახებ სს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა შარშანდელი ქართულ-რუსული ომის შემდეგ პირველად იმართება. დიპლომატები თბილიში სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.


XS
SM
MD
LG