ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ახალი უკანონო დასახლების აშენებას აპირებს



მიუხედავად შეერთებული შტატების დაჟინებული მოთხოვნისა, ისრაელი მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ოთხას ორმოცდაათი ახალი უკანონო საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მიიღო. ეს პირველი ასეთი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც ბენიამინ ნათანიაჰუ ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შეერთებული შტატები ისრაელს ყოველგვარი უკანონო მშენებლობების შეჩერებას მოსთხოვს. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის მსვლელობის წარმატებით დაგვირგვინება მხოლოდ ისრაელის მხრიდან ყოველგვარი მშენებლობების შეჩერების შემთხვევაშია შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG