ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში სარაკეტო დარტყმას სამი  პირის სიცოცხლე შეეწირა



ავღანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ქაბულში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ ინფორმაციით, რაკეტა გუშინ ღამით ქალაქის შემოგარენიდან გასტყორცნეს და იგი ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახლს მოხვდა. დაღუპულია ამ სახლში მობინადრე ერთ-ერთი ოჯახის სამი წევრი. მამა, დედა და ერთი ბავშვი. მანამდე კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატოს გერმანელი ოფიცრის მიერ დაბომბვის განხორციელების ბრძანების გაცემის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული ამ საჰაერო დაბომბვის შედეგად ფიქრობენ, რომ დაღუპულია ორ ათეულზე მეტი სამოქალაქო პირი. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფრანც იოზეფ იუნგი თვლის, რომ დაბომბვა აუცილებლობას წარმოადგენდა ვინაიდან საწვავი, რომელიც თალიბთა ხელში იყო, ამ ადგილიდან ახლოს განთავსებული გერმანული სამხედრო შენაერთის წინააღმდეგ შეტევის შესამზადებლად შეიძლება გამოეყენებინათ.

XS
SM
MD
LG