ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პოზიცია ბირთვულ საკითხში მტკიცეა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ წავა მოლაპარაკებებზე მსოფლიოს სახელმწიფოებთან და არ დათმობს უფლებას -განავითაროს ბირთვული ტექნოლოგიები.

დღეს პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანის პოზიცია ბირთვულ საკითხში მტკიცეა, მაგრამ პრეზიდენტმა დასძინა, რომ თეირანი განიხილავს თანამშრომლობის გზებს, რათა მოხდეს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის ათვისება.

მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფო, რომლებიც იმავდროულად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, აცხადებენ, რომ ირანთან მოლაპარაკებები სურთ წინააღმდეგობრივი ბირთვული პროგრამის საკითხებში მოლაპარაკების მიზნით.

რუსეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკამ და გერმანიამ ირანს სხვადასხვა მასტიმულირებელი ზომები შესთავაზეს, რათა ამ უკანასკნელმა შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნები ირანს სანქციების დაწესებით ემუქრებიან.

ირანი საპასუხოდ აცხადებს, რომ ზემოთხსენებულუი ქვეყნების ჯგუფს საკუთარი წინადადებების პაკეტს გაუგზავნის.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაუგზავნა მიწვევა ორმხრივ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიზნით.

XS
SM
MD
LG